PROJECTS
დევნილთა და საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მედეგობის ამაღლება COVID-19 -ით გამოწვეული კრიზისული პერიოდის შემდგომ
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.
განხორციელების პერიოდი 2020 წ.ივნისი - 2021 წ. მარტი.
პროექტით გათვალისწინებულია:
-
სამიზნე თემების მობილიზება და ინფორმირებულობა - თუ როგორ შევებრძოლოთ კორონავირუსის გავრცელებას;
-
საჭიროების მოკვლევა თემებში;
-
ქალთა ჯგუფების შექმნა და მათი მხარდაჭერა თემის გაძლიერების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, მცირე პროექტები, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა);
-
ფსიქოლოგიური, სამედიცინო და ბიზნეს კონსულტაციების გაწევა;
-
ტრენინგები თემაზე:“როგორ გავზარდოთ თემის მედეგობა“;
-
ახალგაზრდა მოხალისეების მხარდაჭერა, მათი ინიციატივების ხელშეწყობა.
ახალი კორონავირუსი. წესები, რომლებიც ვირუსის გავრცელებისგან დაგვიცავს:
-
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით;
-
დახველების ან დაცემინებისას დაიფარეთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით. გამოყენებისთანავე გადააგდეთ ეს ცხვირსახოცი;
-
ერიდეთ ახლო კონტაქტს ნებისმიერ პირთან, ვისაც აღენიშნება გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები;
-
დროულად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს აქვს მომატებული ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება;
-
დაიცავით სოციალური დისტანცია (2 მ.);
-
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;
-
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიყენეთ პირბადე.
გახსოვდეთ! დევნილთა თემებში განსაკუთრებული დამცავი ზომებია საჭირო: ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები, შეკრებების დროს დაიცავით სოციალური დისტანცია. სახლში ყოფნისას შესაძლებელია ოჯახში კონფლიქტების გამწვავება. ამ შემთხვევაში ნუ გერიდებათ და სასწრაფოდ დაუკავრდით ფსიქოლოგს, იურისტს ან პროექტის წარმომადგენელს.
ტელ: 555617755 (მარიამი)