top of page

NEWS

Search

ასოციაცია „თანხმობა“ გმობს საომარ მოქმედებებს / Association “Consent” condemns the war

For English scroll down


იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ გმობს უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს! თითქმის 30 წლის განმავლობაში, ასოციაცია „თანხმობა“ მუშაობს საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ქალებთან, რომლებიც არიან რუსეთის მიერ წარმოებული დამღუპველი პოლიტიკის მსხვერპლნი, დღეს კი, უკრაინელ ხალხს ანალოგიური გზის გავლის საფრთხე ემუქრება. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიურად ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში, რათა რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენი უპირველესი საზრუნავია მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები, მოხუცები, ბავშვები, რომელბიც დაუცველები არიან ამ ომის განვითარების ფონზე. ჩვენ ვფიქრობთ მილიონზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირზე, რომლებმაც ახლა საკუთარ სახლში დაბრუნების და უბრალოდ იქ მისვლის შესაძლებლობაც დაკარგა. აგრესორი იმიზეზებს გაეროს დოკუმენტებს, თუმცა გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი-გენერალური მდივანი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ რუსეთი არღვევს გაეროს წესდებას და აგრესიულ მოქმედებას არანაირი გამართლება არა აქვს. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს იყო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ეს ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ თითოეული ჩვენთაგანის, დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ომს ნიშნავს! ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და იგივეს ველოდებით დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოსაგან!


The IDP Women Association “Consent” condemns the war against the territorial sovereignty and independence of Ukraine, which is being carried out by Russia, and supports the Ukrainian people! For almost 30 years, the Association “Consent” has been working with internally displaced and conflict-affected women who are victims of Russia's destructive policies, and today the Ukrainian people are in danger of taking a similar path. We call on the international community to take an active part in the ongoing events in Ukraine in order to minimize the suffering of the peaceful civilian population. Our first concern are peaceful citizens - women, elderly, children, who are unprotected in view of developed invasion. We think about more than million internally displaced persons, who now lost the opportunities to return and even visit their homes. Aggressor is making references to UN documents, however, UN Highest representative Security general made it clear that Russia violates the UN status. There is no justification for aggressive actions. We know very well what it means to be a victim of Russian aggression and this war is not only against Ukraine, but also against each of us, the democratic and civilized world! We stay with Ukraine and expect that all civilized world will do the same.

bottom of page