NEWS

Search

მატერიალური მხარდაჭერის  კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოვება გორში


საერთაშორისო ორგანიზაცია “Hilfswerk International”- მა, თავის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ასოციაცია „თანხმობა“–სთან, ერთად 2019 წლის 18 ოქტომბერს გორში ასოციაცია „თანხმობა“-ს საინტეგრაციო ოთახში გამართა პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ-უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოვება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში გამარჯვებული ბიზნეს იდეები. მოხდა გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის სერთიფიკატების და მათი ბიზნესის განხორციელებისთვის შეძენილი ინვენტარის გადაცემა.

ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების , სახელმწიფო სტრუქტურების, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

მატერიალური მხარდაჭერის პროგრამა - პირობით მსჯავრდებულ პირთა და ყოფილ პატიმართა რეასოციალიზაცია/ რეინტეგრაციის პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. პროგრამის პირველი ეტაპი 2018 წლის აგვისტო-ოქტომბერში განხორციელდა, რა დროსაც შიდა ქართლში 9 იდეამ გაიმარჯვა.

მეორე ეტაპი კი 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. შიდა ქართლში გამოვლინდა 9 გამარჯვებული ბიზნეს იდეა.

შიდა ქართლში დაფინანსებული ბიზნეს იდეების ბიუჯეტმა 60 000 ლარი შეადგინა.

პროგრამა მიზნად ისახავდა პირობით მსჯავრდებული პირებისთვის და ყოფილი პატიმრებისთვის, ან მათი ოჯახის წევრებისთვის ახალი ბიზნესის დაწყებაში , ან უკვე არსებული ბიზნეს საქმიანობის გაფართოებაში დახმარებას ან საარსებო წყაროს შექმნას, რისთვისაც გაიცემოდა 1500 ევროდან 5000 ევრომდე ოდენობის ფინანსური მხარდაჭრა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და ხორციელდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, დანაშაულის პრევენციის, პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტი 2017 წელს დაიწყო და გრძელდება 2020 წლის 1 მაისამდე.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 IDP Women Association "Consent"