NEWS

Search

ეროვნული სამოქმედო გეგმების ლოკალიზაციის პროცესი საქართველოში


13-14 მაისს, თბილისში, სასტუმროში „ძველი თბილისი“ გაიმართა კონფერენცია „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმების ლოკალიზაციის პროცესი საქართველოში“.

პროექტს UN Women ახორციელებს სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“. კონფერენციის მონაწილეები გახდნენ საქართველოს ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, კერძოდ: გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თინა ღოღელიანი -სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის (გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო) საკრებულოს, მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და რეზოლუცია 1325 სამუშაო ჯგუფების წევრები, ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა. კონფერენციის პირველი დღე მიეძღვნა იმ პრობლემებს, რომელებიც გამოვლინდა მუშაობის პროცესში და გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს, ასევე გამყოფ ხაზთან არსებულ ვითერებაზე გენდერულ ჭრილში და ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლზე ლოკალიზაციის პროცესში.

მეორე დღეს კონფერენციას უკრაინელი კოლეგები შემოუერთდნენ. მათ საკუთარ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. კონფერენციის დასასრულს შედგა შერეულ ჯგუფებში მუშაობა, რა დროსაც ქართველებმა და უკრაინელებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 IDP Women Association "Consent"