NEWS

Search

რეზოლუცია 1325-ის NAP ლოკალიზაციის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში


გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, პროექტის: „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ აქტივობები.

2019 წლის იანვარში ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს მიერ 3 სამიზნე მუნიციპალიტეტში (კასპი - 28, ქარელი - 29 და გორი - 25) ჩატარდა შეხვედრები პროექტის ფარგლებში არჩეული სამუშაო ჯგუფების წევრებთან

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის შემადგენლობით. მუშაობა სამივე ლოკაციაში მიმდინარეობდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რეალური საჭიროებების ჩართვაზე მუნიციპალურ გეგმებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით.

2019 წლის 29 – 31 იანვარს ასოციაცია „თანხმობა“-მ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაში. შეხვედრის მიზანი იყო -გორის მუნიციპალიტეტის 2020-2022 გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის მომზადება თ, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების გათვალისწინები , შეხვედრის დროს ასევე იმუშავეს 2019 გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უნდა დამტკიცდეს ა.წ. მარტში. ასოციაციის წინადადებით, გეგმაში შეიტანეს სამუშაო ჯგუფის წინადადებები გაეროს რეზოლუცია 1325 იმპლემენტაციისათვის ადგილობრივ დონეზე.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 IDP Women Association "Consent"