NEWS

Search

„გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაცია“ - თბილის


21-22 ნოემბერს თბილისში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა“-მ, მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალურმა ქსელმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩაატარეს ერთობლივი ღონისძიება - „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაცია“. სემინარი დაფინანსდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.

სემინარს ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ორდღიანი დისკუსია ეხებოდა საკითხს, თუ როგორ შეიქმნას და განხორციელდეს ადგილობრივ დონეზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმა. მშვიდობისმყოფელ ქალთა გლობალური ქსელის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.

სემინარის მოწვეული სპიკერები და ფასილიტატორები გახლდათ: გერჰარდ შაუმბერგერი - ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ერიკა კვაპილოვა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, მავიკ კაბრერა ბალეზა - მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელი, იულია ხარაშვილი - იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა".

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 IDP Women Association "Consent"