NEWS

Search

უკრაინის ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭოს მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია


2017 წლის 7 სექტემბერს უკრაინის ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭოს მიერ ორგანიზებული იყო საჯარო დისკუსია: „საპენსიო დახმარებით უზრუნველყოფა სამხედრო კონფლიქტის კონტექსტში: სამოქალაქო საზოგადოების დაცვა ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე“. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონის ქვეყნების გამოცდილების, საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების განხილვა, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-დან მიწვეული იყო ქალბატონი მარინა ფოჩხუა. მან ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მოქალაქეებისთვის დახმარებების გადახდის პროცედურებზე.

საჯარო დისკუსიაში: მონაწილეობდნენ უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, უკრაინის დუმის დეპუტატები, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 IDP Women Association "Consent"