NEWS

Search

კომპაქტურ ცენტრში „ტურბაზა დიღომი“ ჩატარდა საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკი


2015 წლის 19-დან – 26 ივლისის ჩათვლით კომპაქტურ ცენტრში „ტურბაზა დიღომი“ ტარდებოდა საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკი იქ მცხოვრები ყველა ბავშვისათვის (5-დან – 15 წლამდე). ბავშვები სამ ასოკობრივ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი, მათთან პედაგოგები და ლიდერები მუშაობდნენ. ყოველდღიურად დღის პირველ ნახევარში ბავშვებს სპორტული ღონისძიებები უტარდებოდათ, შემდეგ უმცროსი ჯგუფი ხატავდა და კონცერტისთვის ემზადებოდა, უფროსებს „კონფლიქტის მართვის“ ტრენინგი უტარდებოდათ. ტრენინგი საპილოტო პროექტის ფარგლებში სომეხი კოლეგების მიერ შემუშავებული მასალებით ტარდებოდა.

2015 წლის 26 ივლისს საზაფხულო ბანაკის ფარგლებში დევნილი ბავშვები რესტორან McDonald’s სტუმრობდნენ. რესტორანმა Mc Donald’s ადმინისტრაციამ გამოიჩინა კეთილი ნება და ჩაატარა საქველმოქმედო აქცია ,რამაც 40 დევნილ ბავშვს დიდი სიხარული აჩუქა.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ დიდ მადლობას უხდის რესტორან Mc Donald’s გულისხმიერებისთვის და მომავალი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.

ბანაკის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 IDP Women Association "Consent"