NEWS

Search

„ქალთა  შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის“


28 იანვარს, „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა გარდაბანში. თემის აქტივისტების მიერ გაკეთდა სიტუაციის ანალიზი გარდაბანში დასაქმების შესაძლებლობებზე, იმსჯელეს თემის შესაძლებლობებზე და არსებულ რესურსებზე (სათემო ოთახი, კომპიუტერი, საკერავი მანქანები, კომპიუტერის, კერვის, ქსოვის კურსების კურსდამთავრებულები) და დაიგეგმა მოქმედების გზები - წინადადებებითმიმართონ გამგეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს თემში არსებულ რესურსების შესახებ - არსებული რესურსის გამოსაყენებლად.

EED (Evangelischer Entwicklungsdienst – Church Development Service An Association of the Protestant Churches in Germany)-ს პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჭიროებების კვლევა თემებში - ინგირი, ზემო ნიქოზი, კარალეთი. კვლევის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება დევნილების საჭიროებების გასათვალისწინებლად სხვადასხვა პროგრამებში.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” ახორციელებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტს “ვიმუშაოთ ერთად თანაბარი უფლებებისათვის”. ჩატარდა გათვალისწინებული საგანმანათლებლოტრენინგ-სემინარები.

ტრენინგების ორი ციკლი, რომელთაგან თითოეული მოიცავდა 3 დღიან ტრენინგებს (18 ტრენინგ დღე), ჩატარდა პროექტით გათვალისწინებულ ყველა სამიზნე რეგიონში თემის აქტივისტებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგად (120 მონაწილისათვის).

ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ახალგაზრდული საგანმანათლებლო 2-დღიანი სემინარები, რომელთა მიზანს წარმოადგენს მომავალში ახალგაზრდებში მეწარმის უნარ-ჩვევებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა არსებულ გარემოში. ტრენინგები ჩატარდა წყალტუბოში (ესწრებოდნენ ახალგაზრდები წყალტუბოსა და იანეთიდან), ბოლნისში, გარდაბანში, გორში (ესწრებოდნენ ახალგაზრდები ერგნეთიდან, ნიქოზიდან, შავშვებიდან და მეტეხიდან) და ბორჯომში - შემდეგ თემებზე : ქცევის კორექცია მოცემულ გარმოში, დაგეგმარება, დასაქმების შესაძლებლობები, როგორ წარმოვადგინოთ საკუთარი თავი, თვითკმარობა.

შეიქმნა და აღიჭურვა ინტეგრაციის ხელშემწყობი ცენტრები ერგნეთში, ზემო ნიქოზში, გარდაბანსა და გორში, რომლებიც მოემსახურება მოსახლეობის განსხვავებულ საჭიროებებს.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 IDP Women Association "Consent"