NEWS

Search

ასოციაცია “თანხმობა”მ გახსნა სათემო ოთახი გორის რაიონის სოფელ ნიქოზში


18 ოქტომბერს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”მ გახსნა სათემო ოთახი გორის რაიონის სოფელ ნიქოზში. ოთახი, რომელიც დროებითი სარგებლობისათვის გამოიყო ქალთა ასოციაციისათვის ადგილობრივი მთავრობის მიერ, გარემონტდა და აღიჭურვა. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ვიმუშავოთ ერთად თანაბარი უფლებებისთვის” ფარგლებში.

სათემო ოთახში სოფლის მოსახლეობისათვის ჩატარდება უფასო კომპიუტერული კურსები. კომპიუტერული კურსების მასწავლებლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია ქ. გორში “თანხმობას” პროფესიული გადამზადების ცენტრში.

გათვალისწინებულია, რომ სათემო ოთახში ჩატარდება თემის შეხვედრები, ახალგაზრდული კლუბები, დებატები და სხვა, რაც დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას აიმაღლოს საკუთარი შესაძლებლობები.

#geo

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 IDP Women Association "Consent"