NEWS

Search

ქუთაისსა და წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგების ციკლი ლიდერ - დევნილ ქალბატონებთან

15 და 16 ივლისს „COVID 19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში“ პროექტის ფარგლებში ქუთაისსა და წყალტუბოში ჩატარდა ტრენინგების ციკლი ლიდერ - დევნილ ქალბატონებთან. ქალებს ტრენინგები ჩაუტარდათ თემებზე: ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია, თემის მობილიზაცია, ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა.

ტრენინგს ატარებდნენე ასოციაცია“ თანხმობა“-ს იურისტი ნანა გოგოხია და სატრენინგო მიმართულების მენეჯერი მარინა ფოჩხუა.


მონაწილეებს როგორც წყალტუბოში, ისე ქუთაისში შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ფსიქოლოგს და მისგან მოესმინათ იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებობს იმერეთის რეგიონში.

პროექტი დაფინანსებულია UNDP -ის მიერ და ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ აფხაზეთთან ერთად.




  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 IDP Women Association "Consent"